სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„დავინფიცირდი! დღე N1“ - ექიმის კოვიდ-დღიური სოციალურ ქსელში გავრცელდა
20-09-2021
-
+


დღეს, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ჩვენს ქვეყანაში ვითარება რთულია და ათასობით შემთხვევა ყოველდღიურად ფიქსირდება, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ვაქცინაციაში ჩართვასთან დაკავშირებით. საზოგადოების აზრი კი კვლავ ორადაა გაყოფილი და კითხვა - რისთვის ავიცრა, თუ ვაქცინა ვირუსის შეხვედრისგან არ მიცავს? - სულ უფრო ხმამაღლა ისმის. ასეთ დროს, ყოველ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა და კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს. Etaloni.ge გთავაზობთ ექიმ დინა ნემსაძის სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც  ზემოხსენებულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ყველა ამოიკითხავს:

ჩემი კოვიდ დღიური

17 მარტი - პირველი დოზა ვაქცინა

9 ივნისი - მეორე დოზა ვაქცინა

6 აგვისტო- ინფიცირება: ქუჩაში დავეხმარე ნაავარიებს. თავზე დამადგა უამრავი ადამიანი პირბადის გარეშე. 20 წუთი ვერ შევძელი მათი მოგერიება და დავინფიცირდი.

დღე 1. 9 აგვისტო- უსიმპტომოდ, ავიღე ტესტი და პოზიტიური ვარ.

დღე 2. იზოლაცია, გამეჭედა ცხვირის მარცხენა ნესტო.

დღე 3. გამეჭედა მარჯვენა ნესტოც.

დღე 4. ცხვირი მაქვს გაჭედილი. ვხმარობ გამხსნელს. თავს ვგრძნობ ჩვეულებრივ. დავკარგე ყნოსვა.

დღე 5. იგივე;

დღე 6. გამეხსნა ცხვირი. დამიბრუნდა ყნოსვა.

დღე 7. დამთავრდა ვირუსთან ბრძოლა.

აქვე, არც ერთი ჩემი კონტაქტი არ დაინფიცირდა! ბევრად უფრო ცუდად მიგრძნია თავი ჩვეულებრი გაცივებისას! ჩემთან ერთდროულად ინფიცირებულები, ჩემზე პატარებიც და ყოჩაღებიც - ებრძოდნენ საშინელ დაავადებას - კოვიდს და ზოგი ახლაც აგრძელებს ამ ბრძოლას!

ანუ, ვაქცინის ბენეფიტი: დაავადება წარიმართა პრაქტიკულად უსიმპტომოდ. შეწყდა გავრცელების ჯაჭვი! არ დამჭირდა ექიმი, კლინიკა, კვლევები, წამალი და ა.შ!!!

და კიდევ საოცარი იმედის შეგრძნება - როდესაც ვირუსს ეჩეხები, ღელავ, განიცდი და იქვე ძალიან მალე მოდის ფიქრი: მე ხომ ვაქცინირებული ვარ!!!

გთხოვთ, გემუდარებით - დახვდით ამ ვირუსს იმუნურები! აიცერით! შეწყვიტეთ ვირუსის გავრცელება!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება