სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

მარი ბექაური: „სამხრეთ ამერიკა ჩემთვის აღთქმული მიწაა“
19-01-2018
-
+


ახალგაზრდა მწერალი და ფსიქოლოგი მარიამ ბექაური ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად 2009 წელს გამოჩნდა. იგი უკვე ხუთი წიგნის ავტორი და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია.  2012 წელს  მისი მოთხრობების პირველი კრებული „ელექტროთაობა“ გამოიცა.


- უკვე 5 წიგნის ავტორი ხარ, რომელმა წიგნმა მოუტანა ახალგაზრდა მწერალს პოპულარობა?

- ვერ ვიტყვი, რომ პოპულარული ვარ.  მკითხველს,  ყველაზე მეტად „ანას მომენტი“ მოეწონა. ძალიან ბევრი წერილი მივიღე უცნობი ადამიანებისგან და ეს დღემდე გრძელდება.

- თავიდან ლექსებს წერდი, შემდეგ მოთხრობების წერა დაიწყე. თუ გამოარჩევდი შენს საყვარელ ლექსსა და ნაწარმოებს?

- ლექსს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ.  იმდენად ადრე ვწერდი ლექსებს, რომ აღარც მახსოვს. რაც შეეხება პროზას,  „სამხრეთის უბანი“ მიყვარს. მაგრამ მგონია, რომ „ანას მომენტი“ ბევრად უკეთესი წიგნია.

- 20 წლის ასაკში მოიგე ლიტერატურული კონკურსი „წერო“. როგორ შეიცვალა მას შემდეგ შენი ცხოვრება, როგორც მწერლის?

- „წერო“ მართლაც იყო ის შემთხვევა, რომელმაც მეტი სტიმული მომცა. პატარა ვიყავი და მახსოვს მაშინ ფინალისტებს შორის მოხვედრასაც ვერ წარმოვიდგენდი. როცა გავიმარჯვე, მოულოდნელობისგან სცენაზე ვიტირე, რაღაცებს ვლუღლუღებდი და ხალხი სიცილით კვდებოდა. სულ მეცინება, როცა ეს ამბავი მახსენდება. კიდე იცით რა მახსოვს? დაჯილდოვების მერე თეატრის კიბეზე მარტო ვიდექი, ჩემთან ნინო ქათამაძე მოვიდა, ლოყაზე ხელი დამადო და მითხრა: „არც კი იცი, როგორი ადამიანური ხარ.“ ნინო ძალიან მიყვარს და ეს ჩემთვის იმ დღის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო.

 - „ანას  მომენტი“, დანარჩენი ოთხი წიგნისგან განსხვავებულია. მოგვიყევი ამ წიგნის შესახებ?

- ეს წიგნი უსამართლობის განცდის შედეგია. იმის შედეგი, რომ რუსეთს შეუძლია, მცდარი ინფორმაცია დააჯეროს მთელ მსოფლიოს.  ქართველ ქალს, რომელსაც აგვისტოს ომში შვილი მოუკლეს და შველას ითხოვს, BBC თავის რეპორტაჟში ოს ქალად წარმოაჩენს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ქვეყნების პოლიტიკურ თამაშში არავის ვაინტერესებთ. იკარგება ჩვენი სიმართლე და არავინ გვისმენს.  ასეთ სიტუაციაში სჯობს სიმართლე წიგნებში ილაპარაკო და ისე გადმოსცე.

- რომელი მოთხრობები ითარგმნა ინგლისურად?

- „დები“,  „ჰემინგუეის კატა“,  „რუსთაველი კაცის ამბავი“, „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“ და  „ჩემი მეზობლები და მეგობრები“.

- წიგნი, რომელმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინა და  ცხოვრება სხვა კუთხით დაინახე?

- ასეთი ბევრი წიგნია. თუმცა, ჩემს არგენტინელ ბიჭს გამოვარჩევდი. ხულიო კორტასარის წიგნებმა ჩემში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

- საყვარელი მწერალი, პოეტი?

-ყველაზე მეტად მაინც სამხრეთ ამერიკელები მიყვარს. მაგიური რეალიზმი ჩემი სუსტი წერტილია. კორტასარი, მარკესი, ბორხესი, ლიოსა... ადამიანები, რომლებმაც სამხრეთ ამერიკა ჩემთვის აღთქმულ მიწად აქციეს.

- რას ურჩევთ ახალგაზრდა თაობას?

- მხოლოდ იმას, რომ ყოველთვის გულწრფელები იყვნენ - წიგნებშიც და ცხოვრებაშიც.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება