სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობას“ -  პტენის საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფიკო გვარამაძე
05-03-2026
-
+


სკოლა მოსწავლეს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ აყალიბებს სრულფასოვან პიროვნებას. სწორედ ამ ღირებულებებზე საუბრობს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიკო გვარამაძე. 

მისი თქმით, უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს არის რწმენა, რომ არ დანებდეს სირთულეს, იპოვოს გზა და მართოს საკუთარი თავი. „სწორედ ეს უნარი მიჰყვებათ მათ სკოლიდან ცხოვრებაში“,- დასძენს ის. 

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლის პასუხისმგებლობა არა შიშით, არამედ თავისუფლებითა და მხარდაჭერით ყალიბდება. წარმატებისკენ კი ბავშვს უბიძგებს განცდა, რომ მისი შრომა შემჩნეული და დაფასებულია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიკო გვარამაძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა, შესაძლებლობა. როცა შეცდომის უფლებასაც ვუტოვებთ და ამით ვაჩვენებთ, რომ შეცდომა დასასრული კი არა, ზრდის ნაწილია. მჯერა, რომ პასუხისმგებლობა შიშით კი არა, ნდობით ყალიბდება.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- განცდა, რომ მისი შრომა ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია. ხშირად მინახავს, როგორ ცვლის ბავშვს ერთი მხარდაჭერილი სიტყვა. როცა ხედავს, რომ მის წინსვლას გულწრფელად ვამჩნევ, ის საკუთარ თავშიც იწყებს რწმენას.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობას. ჩემთვის სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შეუძლია იფიქროს, იკითხოს, იოცნებოს და არ შეეშინდეს საკუთარი აზრის გამოთქმის.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

ურთიერთობებში სწავლობენ ემპათიას, პატივისცემასა და მხარდაჭერას. ბავშვობის მეგობრობა ხშირად მათ თვითშეფასებასაც აყალიბებს. როცა გყავს გვერდით ადამიანი, რომელიც გიღებს ისეთს, როგორიც ხარ, შენც უფრო თამამად ვითარდები.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

-  სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც კლასში ცოცხალი დიალოგია და არა მხოლოდ მონოლოგი.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის რწმენა, რომ არ დანებდეს სირთულეს, იპოვოს საკუთარი გზა და მართოს საკუთარი თავი. სწორედ ეს უნარი მიჰყვებათ მათ სკოლიდან ცხოვრებაში.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ...

- ბავშვობის გამოცდილებამ, მასწავლებლებმა, რომლებმაც დამანახეს, რამდენად ძლიერია სიტყვა და მხარდაჭერა. მასწავლებელი შეიძლება იქცეს იმ ადამიანად, ვინც ბავშვის მომავალზე გავლენას იქონიებს, მეც მინდოდა ვყოფილიყავი ასეთი ადამიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება