სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლესში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან
05-08-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.

მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და სწავლის საფასური დაუფინანსდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად, ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან ზემოაღნიშნული წესით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება შეიძლება მიენიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებმაც შესაბამისი სკოლები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების არ არსებობის გამო) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაასრულეს.

აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება