სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

დმანისის „ეტალონის“ შესარჩევ ტურში არაქართულენოვანი სკოლებიც ჩაერთნენ
18-01-2018
-
+


დმანისის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, დმანისის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

დმანისის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი:

„დმანისის „ეტალონში“ მონაწილე სკოლების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ჩარეთნენ არაქართულენოვანი სკოლები. მოსწავლეები საკმაოდ აქტიურები იყვნენ და დავალებებს კარგად გაართვეს თავი.“

დმანისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი:

„აღფრთოვანებული ვარ „ეტალონით“, ინტელექტ-შეჯიბრი მართლაც უნიკალურია. ამ პროექტისადმი მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება. ეს კი ნამდვილად აღსანიშნავია. მისასლმებელია, რომ პროექტში არამარტო ქართულენოვანი, არამედ არაქართულენოვანი სკოლებიც არიან ჩართული, ამით კი ყველაფერი ნათქვამია. გული მწყდება, რომ ჩემი მოსწავლეობის დროს არ იყო ეს პროექტი.“

დმანისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბეჟუაშვილი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. ტესტირება ობიექტურად და წესების დაცვით წარიმართა. რაც შეეხება შედეგებს, კმაყოფილები ვართ.“

დმანისის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ფიქრია ხორბალაძე:

„მოსწავლეებმა რომ გაიგეს „ეტალონის“ შესარჩევი ტური ტარდებოდა, მოუთმენლად ელოდებოდნენ ტესტირების დღეს. ბავშვები ძალიან დაინტერესებულები არიან ამ პროექტით, მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს. ინტელექტ-შეჯიბრმა მოსწავლეთა ცოდნა გამოავლინა. ცხრა მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. უმაღლესი ქულა 80 დაფიქსირდა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოსწავლეებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.“ 

დმანისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა აბულაძე: 

„ჩართულობა ძალიან მაღალი იყო. მოსწავლეთა 50%-მა გადალახა ბარიერი. ძალიან მოგვწონს ეს პროექტი. მინდა აღვნიშნო, რომ შარშან „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჩვენი სკოლის მოსწავლემ მოიპოვა. ბათუმში გამართულ ფინალზეც გახდლით. ამ პროექტში მონაწილოებაც კი დიდი წარმატებაა, რადგან მოსწავლეებს მოტივაციას  მატებს.“

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება