სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩავარდება თუ არა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა გამოცდის შედეგების დაგვიანების გამო?
05-08-2021
-
+


მასწავლებელთა გამოცდის შედეგები შემოდგომაზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. თუ გასულ წელს გამოცდის ყველა საგნის შედეგი 20 აგვისტოს უკვე ცნობილი იყო, წელს პრაქტიკოსი პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდის ქულებს დაგვიანებით გაიგებენ.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ცვლილებამ? გამოცხადდება თუ არა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღება, თუ გამოცდის შედეგები სასწავლო წლის დაწყებამდე არ იქნება ცნობილი?

რამდენიმე დღის წინ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც 5 ოქტომბრამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უნივერსიტეტებს უკვე გადაგზავნილი უნდა ჰქონდეთ 60 კრედიტიან პროგრამაზე სწავლის მსურველთა სია, პროგრამის გავლის მსურველთა პირადი მონაცემების გარდა, დოკუმენტში უნდა იყოს მათ მიერ გამოცდაზე მიღებული ქულაც.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შესაბამის საგნის გამოცდაზე/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაზე აპლიკანტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა ან რომელშიც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა“,- აღნიშნულია ბრძანებაში.

როდის გამოცხადდება მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უნივერსიტეტების ადმინისტრაციებსაც უჭირთ. გასულ წლებში აღნიშნულ პროგრამაზე მიღება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისთანავე ცხადდებოდა. დოკუმენტების შეგროვებისა და უნივერსიტეტებში წარდგენისთვის მასწავლებლობის მსურველებს ისედაც შეზღუდული დრო ჰქონდათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაეკიდან“ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობის აღებას 5 სამუშაო დღე სჭირდება, დაგვიანებული შედეგები და უნივერსიტეტებში წარსადგენი დოკუმეტების შეგროვების პროცესი სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრება.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის „მეორე შანსის“ მიცემაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე. და თუ მართლაც, გამოცდის შედეგები ოქტომბერ-ნოემბერში გამოცხადდება, 60 კრედიტიან პროგრამაზე სწავლის მსურველები ერთ წელს დაკარგავენ, რადგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს ბევრად უფრო ადრე იწყებენ და მასწავლებელთა გამოცდების შედეგების ლოდინში სასწავლო წლის დაწყება ვერ გადაიდება. ეს ყველაფერი კი იმ მასწავლებლობის მსურველებს დააზარალებს, რომლებიც გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, პროგრამის გავლა კი დაუგვიანდებათ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა იმ მასწავლებლობის მსურველებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პედაგოგთა გამოცდას წარმატებით აბარებენ და მასწავლებლის პროფესიაში შესვლა სურთ. საგნის გამოცდის ჩაბარებისა და 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებლობის მსურველს სკოლაში დასაქმებისთანავე უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭებათ.

იხილეთ ასევე:

მასწავლებლები მეორე სემსტრამდე სტატუსის დანამატს ვერ მიიღებენ - მიზეზი გამოცდების შედეგების გამოუცხადებლობაა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება