სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს
17-01-2018
-
+


თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს. როგორც ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროდუქტი მოთავსებული იყო ერთჯერად პაკეტში, რომელიც ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მას რძის პროდუქტის ეტიკეტი არ ჰქონდა.

„გუშინვე მოხდა ამ კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც კომპანიიდან მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქტის შეფუთვა სრულად ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია აცხადებს, რომ ამოწურული იყო რძისთვის საჭირო შესაფუთი მასალა და უახლოეს პერიოდში მოხდება ხარვეზის გამოსწორება. მერია და ბაღების მართვის სააგენტო ორიენტირებულია ბაღებისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და არანაირ გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რძის შემოწმებისთვის მერიამ უკვე მიმართა ლაბორატორიას.

„დღეს დილით მივმართეთ შესაბამის ლაბორატორიას და მოხდება რძის შემოწმება. უახლოეს დღეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, გავაგრძელებთ კომპანიასთან საქმიანობას, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული დაცვით“,- განაცხადა ბენდელიანმა და დასძინა, რომ ბაღებში საკვები პროდუქტის მონიტორინგი სისტემატურად, ყოველდღიურად ხდება.

ირაკლი ბენდელიანმა დღეს ასევე ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების საკითხზეც ისაუბრა. მერის მოადგილე კატეგორიულად უარყოფს დედაქალაქის ბაღებში საკვები პროდუქტების არასაკმარისად შეტანის ფაქტს და აცხადებს, რომ ბაღების მენიუ სტანდარტს შეესაბამება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება