სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საზაფხულო საკითხავი ლიტერატურა და შემოქმედებითი გეგმები - ლენჯერის N1 სკოლის მომავალი მე-6 კლასელები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
14-07-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მომავალი მეექვსეკლასელები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც ბიბლიოთეკარმა - თამარ შუკვანმა თბილ და მეგობრულ გარემოში უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ზაფხულის საკითხავი ლიტერატურა მიიღეს, ერთმანეთს შემოქმედებითი იდეები გაუზიარეს და მასწავლებელთან ერთად საზაფხულო აქტივობებიც დაგეგმეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ინიციატივები მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებსა და განვითარებას ემსახურება და მადლობას უხდიან თამარ შუკვანს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვისა და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.

„ვისაც ეს ჟრიამული მოგენატრათ, ისევ აქ არიან, არსად წასულან, ჩვენი ცელქები. მომავალი მეექვსე კლასი ბიბლიოთეკას და თამუნა მასწავლებელს ესტუმრა. მასპინძელმა კი გემრიელ ტორტთან ერთად ზაფხულის საკითხავი ლიტერატურა მიართვა და საზაფხულო აქტივობებიც ერთობლივად დაიგეგმა. სკოლა მადლობას უხდის თამუნა მასწავლებელს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვისთვის, კრეატიული და შემოქმედებითი ღონისძიებებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება