სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საბავშვო ბაღებში საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობაა შეცვლილი“ - თბილისის მერის მოადგილე
17-01-2018
-
+


„საბავშვო ბაღებში საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობაა შეცვლილი“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბაღების საკვები რაციონის კალორაჟი ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციის საფუძველზე დაკორექტირდა.

„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის. მენიუს შემადგენლობაა შეცვლილი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პირობების შესაბამისად. რაც შეეხება თვითონ პროდუქტის რაოდენობას, შემცირებული არ არის. თუ კონკრეტულ ფაქტს გვეტყვით, სადაც პროდუქტი არასაკმარისი იყო, დავავალებთ მონიტორინგის ჯგუფს და მოვიკვლევთ. დღეს არსებული კალორაჟი შეადგენს 1292 კალორიას, რომლის შესაბამისად არის მენიუ შედგენილი. კალორაჟი დაკორექტირებულია. აქ არ არის საუბარი, რომ აქამდე 100 გრამ ხორცს ვაძლევდით და ახლა ვაძლევთ 80 გრამს, კალორაჟი არ არის შემცირებული. მენიუში ცვლილება არის გამოწვეული ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება