| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის ეზო ერთი დღით მოსწავლეთა „ოცნების ქალაქად“ იქცა - ღია ცის ქვეშ მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა.
ბავშვები მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობდნენ. აქტივობების მთავარი თემა ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება იყო. მოსწავლეებმა გააფერადეს დიდი ქართველი მხატვრის ნამუშევრები, დღის ბოლოს კი სპეციალურად მოწყობილ კინოკარავში ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ ვიდეოჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მეოთხე კლასის დამრიგებელმა - ქეთევან შუკვანმა, რომელმაც მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება განსაკუთრებულად მიულოცა.
„გუშინ ჩვენი სკოლის ეზო ნამდვილ „ოცნების ქალაქად“ გადაიქცა. განსაკუთრებულად მოწყობილ გარე სივრცეში საზეიმოდ აღვნიშნეთ მეოთხე კლასის გამოსაშვები და დაწყებითი საფეხურის სასწავლო წლის შეჯამება.
ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, შემოქმედებითა და ბავშვური ბედნიერებით. პატარებმა ფიროსმანის ნახატები გააფერადეს, საღამოს დასასრულს კი სპეციალურად მოწყობილ კინოკარავში დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, შემოქმედებას ეზიარნენ ვიდეოჩვენების საშუალებით.
დღის ყველაზე ემოციური მომენტი იყო საზეიმო ტორტის გაჭრა, რომელიც სიყვარულითა და მზრუნველობით მეოთხე კლასელების მშობლებმა მოიტანეს.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მეოთხე კლასის დამრიგებელს, ქეთევან შუკვანს, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და მზრუნველობით გააცილა მეოთხე კლასი მეხუთე კლასში გადასასვლელად.
ასევე, უღრმეს მადლობას ვუხდით მშობლებს - გიორგი წიფიანსა და გილარი ფილფანს, რომლებმაც ენერგია, დრო და ძალისხმევა არ დაიშურეს და ღონისძიებისთვის საჭირო ძირითადი კონსტრუქციების შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მათი თანადგომისა და გულშემატკივრობის გარეშე „ოცნების ქალაქი“ ასეთ შთამბეჭდავ და ლამაზ სახეს ვერ მიიღებდა.
გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს თანადგომისთვის, მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის.
განსაკუთრებული აკადემიური მადლობა ჩვენს სკოლას, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ღირებულებებს, შემოქმედებით აზროვნებასა და მომავლის რწმენას უნერგავს ბავშვებს. მადლობა ყველა პედაგოგს, თანამშრომელსა და ადამიანს, ვინც ამ დღის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
და ბოლოს, ჩვენი ყველაზე დიდი მადლობა - მომავალ თაობას! თქვენ ხართ ჩვენი იმედი, ჩვენი სიამაყე და ჩვენი ქვეყნის ნათელი ხვალინდელი დღე. გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრების გზა ყოველთვის სავსე იყოს ოცნებებით, კეთილშობილებით, ცოდნის სიყვარულითა და წარმატებით.
გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!
„ოცნების ქალაქში“ გატარებული ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ როდესაც სკოლა, მშობლები და ბავშვები ერთ დიდ ოჯახად ერთიანდებიან, იქ ნამდვილად იბადება ოცნებები და იქმნება დაუვიწყარი ისტორიები“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიებიდან ფოტოებს გვიზიარებენ:
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა
„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა
ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს