სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტთა შედეგები მომავალი კვირიდან გამოქვეყნდება -„ ნაეკი“ დეტალებზე
30-07-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 30 ივლისს გამოცდების ძირითადი სესიები საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge

დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.

უკვე განსაზღვრულია თარიღები იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ქიმიის, ფიზიკის, ზოგადი უნარების, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ლიტერატურისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებზე დასწრება, მათთვის დამატებითი სესიები პირველ და 2 აგვისტოს ჩატარდება. დეტალები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2463  

აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი  მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება