სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხიანის საჯარო სკოლის მოსწავლე მურთაზ ბაბუნაშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა
30-07-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მურთაზ ბაბუნაშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა. 

აღსანიშნავია, რომ მურთაზ ბაბუნაშვილი დასკვნით ღონისძიებაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობდა. იგი „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს. 

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა“

ეროვნულები 2026 დაიწყო - Etaloni.ge ყველა აპლიკანტს წარმატებას უსურვებს

აბიტურიენტებს განათლების მინისტრმა მიმართა - „თქვენი შრომა და მონდომება ღირსეულ შედეგს გამოიღებს“

სასკოლო ფორმაზე შეღავათი არ ექნება, ვისაც 2 და მეტი მოსწავლე ჰყავს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ზეიმით პატარებმა მშობლიური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს

პროექტმა გააერთიანა 5 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი და მოლდოვა) საგანმანათლებლო სივრცე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება