| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის N1 და ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.
გრანტი RDFG-იმ „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” - პროექტის ფარგლებში გაიცა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში 37 წარმატებულ მონაწილეს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადაეცა.
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
აღნიშნული პროექტი მიზნად სკოლის მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავს.
შემფასებელი კომისია დაკომპლექტებული იყო საქართველოში არსებული წარმატებული სოციალური საწარმოებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებით. 11 სფეროში გადანაწილდა გამარჯვებული მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის დაფუძნების იდეები.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ხუთი რეგიონი - აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, კახეთი, და მცხეთა-მთიანეთი.
პროექტს „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად