სიახლეები
სკოლები

„პირველი მასწავლებელი ყველაზე დიდ კვალს ტოვებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“- თინათინ ბეჟაშვილი, ქვედა სიმონეთის N2 სკოლის დირექტორი
26-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი პასუხობს.

- წარმატება არის. ..
- ცალსახა პასუხი არ არსებობს. ვინაიდან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარმატებას სხვადასხვანაირად აღიქვამენ: მეწარმე წარმატებულად თვლის თავს თუ ის თავის საქმიანობაში დიდ მოგებას იღებს, ექიმისითვის ბევრი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტია, და ა.შ.  ზოგადად წარმატება აღიარებული შედეგია, რომელიც მიიღწევა  კოლოსალური შრომით. წარმატების გარანტირებული რეცეპტი არ არსებობს. ერთი კი უდავოა,წარმატება მიიღწევა დიდი ძალისხმევით, თავდაუზოგავი შრომით. რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს შენი საქმე, არა მარტო წარმატების მისაღწევად. მნიშვნელობა არა აქვს გაიმარჯვებ თუ დამარცხდები, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აგრეთვე შეიძლება ითქვას, რომ წარმატება წარუმატებლობის მომდევნო ეტაპია. ბილ გეიტსი ამბობს: „წარმატების აღნიშვნა მშვენიერია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, წარუმატებლობის გაკვეთილებს დაუგდო ყური“.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
-
იალქნიან ნავს, სადაც თუ მოადუნა ყურადღება მესაჭემ მცირე დროით მაინც, მხოლოდ ქარის მიმართულებით იმოძრავებს, და ვერასოდეს მივა დანიშნულ ადგილამდე. სკოლაში მუდმივ მზადყოფნაში ყოფნაა აუცილებელი, სასკოლო ცხოვრება სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით. სიურპრიზი კი, ყოველთვის არ არის სასიამოვნო. ამიტომ სკოლის ლიდერის  პირდაპირი მოვალეობაა თანაბრად გაანაწილოს ყურადღება სასკოლო ცხოვრების ყველა მიმართულებით, მაგრამ ყველაზე დიდი დრო დაუთმოს მოსწავლეებს, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ვინაიდან სკოლა ხომ, სწორედ მათთვის არსებობს.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. .
.
- ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ახლაც მათბობს მისი კეთილი გამოხედვა, პირველი მასწავლებელი, ჩემი აზრით ყველაზე დიდ კვალს ტოვებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. პირველ მასწავლებელს შეუძლია ბავშვს შეაყვაროს სკოლა,წიგნი, სწავლა, მეგობარი ...  ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქალბატონი მარგო ქაჩლიშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის საშუალო სკოლის  პირველი კლასის მასწავლებელი.  ქალბატონი, რომელსაც  ჩემამდე  ბევრი თაობა  ჰყავდა გამოზრდილი.

- მოსწავლე რომ ვიყავი
...
- ის ყველაზე საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ქართული ენის გრამატიკა. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა. თუმცა ყველა საგნის სწავლა სავალდებულოდ მიმაჩნდა. მიყვარდა სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება, ძალიან მიყვარდა  მეგობრების დახმარება, პრობლემების დროს, განსაკუთრებით საკონტროლო წერები  მახსენდება ტექნიკურ საგნებში. ძალიან მეგობრული კლასი მქონდა. ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დამრიგებელს  და მათემატიკის მასწავლებელს  მედეა ჩალათაშვილს. ის დიდ დროს გვითმობდა მოსწავლეებს. ხშირად გაკვეთილების შემდეგ ერთად ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტებზე არაფორმალურ გარემოში. ყველაზე კარგად მახსენდება, როდესაც ერთად ვკითხულობდით რაიმე ნაწარმოებს და შემდეგ ვარჩევდით. დღემდე ჩემს, როგორც პედაგოგის, ცხოვრებაში  მისგან აღებული მაგალითებია, ის იმ პერიოდშიც  იყო თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პედაგოგი, ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და არ არსებობს უნიჭო ბავშვი, აი, ამ დევიზით მუშაობდა მედიკო მასწავლებელი. ვფიქრობ,  ქვეცნობიერად, ჩემი პროფესიის არჩევაშიც დიდი როლი მიუძღვის.

- ჩემი სამაგიდო წიგნი.
. .
- ამ ეტაპზე ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. ვცდილობ კარგად ჩავუღრმავდე და ყოველ ჯერზე ახლის აღმოჩენა მიხდება. გენიალურია.

- ზაფხულში ვცდილობ.
. . 
- დავალაგო მომავალი წლის გეგმები. დრო გამოვიყენო რაციონალურად და რაღაც ახალი დავახვედრო ჩემს მოსწავლეებს. ვესწრები ტრენინგებს(ვებინარებს), რადგან ვცხოვრობთ რეფორმების ეპოქაში და სკოლის ხელმძღვანელი, ისევე როგორც მასწავლებელი, უწყვეტად  უნდა ვითარდებოდეს, ეძებდეს ახალ გზებს ,რათა მეტი წარმატებული მოსწავლე  გაუშვას, მეტი  ცხოვრებისათვის მომზადებული პიროვნება აღიზარდოს ჩემს სკოლაში, მომავალი ხომ მათ ხელშია.რაც მეტ  წარმატებულ ადამიანს შესძენ საზოგადოებას,მით უკეთესი გახდება ცხოვრება.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება.
. .
- „ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს“ --ალბერტ აინშტაინის ეს ფრაზა ,ძალიან ხშირად მახსენდება. ვთვლი რომ ლიდერს,განსაკუთრებით სკოლის დირექტორს ,ეს თვისებები აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პედაგოგიკაში დისბალანსია - სხვაობა კურსდამთავრებულებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის 1815-ია

ვინც პირველ კლასში წელს ვერ წავა, სკოლის ბაზაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა

რა ეღირება სასკოლო ფორმები? - etaloni.ge-ს კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს

სკოლამდელი ასაკის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ისინი პრემიერთან შეხვედრას და გარდამავალი პერიოდის დაშვებას ითხოვენ

ბრალდებულს17 წლადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება