სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
21-07-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში - თამარი პაპუაშვილი (მე-9 კლასი), ნინო სურგულაძე (მე-11 კლასი), მარიამი მიქიაშვილი  (მე-11 კლასი), მარიამი კერესელიძე (მე-10 კლასი) და ნინო სულაძე (მე-9 კლასი) მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით თამარი პაპუაშვილი, ნინო სურგულაძე, მარიამი კერესელიძე და ნინო სულაძე შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 54 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 22 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება