სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროექტები, ღონისძიებები და კონკურსები -დაბა ასპინძის N1 სკოლამ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა
20-07-2021
-
+


დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო  წელს სწავლა წარმატებით დასრულდა. კოვიდ პანდემიის მიუხედავად ახალ სასწავლო წელს სკოლა მაქსიმალურად მობილიზებული შეხვდა. პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა რთული იყო, თუმცა  სამინისტროს თანადგომით, სკოლის დირექციისა და მასწავლებელთა დიდი ძალისხმევით სკოლამ ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვა.

სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, სკოლაში ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით სკოლის ექიმისა და სკოლის დირექციის მხრიდან მკაცრი კონტროლი ხორციელდებოდა. სკოლა  ყველა საჭირო რეგულაციას იცავდა და სწორედ ამის შედეგია სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება.

პირველკლასელებმა „ანბანის ზეიმი“ წარმოადგინეს, ხოლო მეთორმეტეკლასელები სკოლამ მოკრძალებული „ბოლო ზარის“ ღონისძიებით გააცილეს.

სკოლაში ასევე ჩატარდა „მხიარული სტარტები“, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და ლიტერატურული ღონისძიებები; განხორციელდა მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროექტები.

სკოლის დირექცია ღონისძიების ჩატარებასა და პროექტების განხორციელებაში ინტენსიურ დახმარებას უწევდა მასწავლებლებს. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია დაწყებითი კლასების კათედრის მუშაობა; ყველა კლასში ჩატარდა სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რითიც მოსწავლეები ძალიან ბედნიერები იყვნენ                                  
ასევე, აღსანიშნავია მშობელთა თანადგომა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების დაახლოებასა  და სხვადასხვა გამოწვევის ერთობლივად დაძლევას. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება