სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

4 მიზეზი, თუ რატომ არ ავლენენ ბავშვები ემოციებს
16-01-2018
-
+


ხშირად მშობლები ვერ ამჩნევენ ბავშვების განცდებს და არ ინტერესდებიან მათი გაბუტვის მიზეზებით.  

შედეგად მოზარდი ვერ ერკვევა საკუთარ თავსა და შეგრძნებებში.  

ბავშვების ემოციური ინტელექტის ექსპერტები დეივიდ ანტონაცა და ანტონელა დე ამუკო მშობლების ტიპურ შეცდომებზე საუბრობენ:

ბავშვებს ეუბნებიან, რომ გაბრაზება, წყენა და მოწყენა საზიანოა. ამის საპირისპიროდ, ექსპერტები გვირჩევენ, კი არ უგულებელვყოთ ბავშვის უარყოფითი ემოციები, არამედ მივცეთ მათ ნეგატივისგან დაცლის საშუალება და დამშვიდებულზე ავუხსნათ მსგავსი ქცევების არასარურველობა, მივაჩვიოთ ისინი საკუთარი ემოციების კონტროლს.

მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი ვერაფერს ხვდება, აქვთ დამოკიდებულება - „გაიზრდება და შემდეგ ავუხსნი“. ექსპერტთა თქმით, ისინი არ უნდა გაურბოდნენ შვილების მიერ დასმულ შეკითხვებს და მათზე ასაკის შესაბამისად უნდა პასუხობდნენ. დეივიდ ანტონაცის აზრით, ბავშვები ემოციური ინტელექტის შესასწავლად 4 წლიდან უკვე მზად არიან.

„ემოციები უნდა ჩაახშო-სამომავლოდ გამოგადგება“. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ წარმატებას ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც არ გამოხატავენ გრძნობებსა და ემოციებს. სინამდვილეში კი, ადამიანს განცდები ყოველთვის თანდევს. თუ ბავშვი გაურბის მის გამოხატვას, შინაგანად მაინც განიცდის და ამ მიდგომამ, შესაძლოა, ფსიქიკა სერიოზულად დაუზიანოს.

ექსპერტთა თქმით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწორედ ემოციური კომფორტის საფუძველზე ვიღებთ (იქნება ეს მეგობრობა, სამსახური თუ სხვა ურთიერთობები )ამდენად, ემოციის გამოხატვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„უნდა ეცადო, დაიცვა ბავშვი მოსალოდნელი შეცდომისა და იმედგაცრუებისგან“- ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ექსპერტები „ოქროს შუალედის“ დაცვას გვირჩევენ. მათი თქმით, აუცილებელია, ბავშვმა მშობლების გვერდში დგომა იგრძნოს, მაგრამ ამ გზით, არ უნდა დაკარგოს თავისუფალი ქცევა და აზროვნება, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება