სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოფურის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
14-07-2021
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლას სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ბევრი მოსწავლე ჰყავს, რომელთა თითოეული წარმატებით მათი სკოლა ამაყობს.

სკოლისთვის 2020-2021 სასწავლო წელი კიდევ ერთხელ წარმატებით დასრულდა. სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „სვანეთის შვილების“ წევრები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
     
2021 წლის 2 ივლისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ოქროს ზაფხული ბათუმში“ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის კავშირი იყო.

ფესტივალზე ეროვნული ფოლკლორი და ქართული კულტურა წარადგინეს საქართველოს სხვადსხვა რეგიონიდან  მიწვეულმა ფოლკლორულმა და თანამედროვე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა წარადგინეს. 

აღნიშნულ ფესტივალში  მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ იქნა  ხოფურის საჯარო სკოლასთან არსებული   საბავშვო  ქორეოგრაფიული  ანსამბლი, „სვანეთის შვილები“ ; ანსამბლის ქორეოგრაფი კი იური ბენდელიანი გახლდათ. 

ტურისტული სააგენტოს „გოლდენ გრუფ თრეველის“ მიერ ანსამბლის თითოეულ წევრს, ქორეოგრაფსა და სკოლას საჩუქრად მედლები და დიპლომები გადაეცათ.

ხოფურის საჯარო სკოლა ანსამბლის თითოეულ წევრს ულოცავს წარმატებას და მომავალ წინსვლას უსურვებს. სჯერათ, კიდევ მრავალჯერ იამაყებენ საკუთარი მოსწავლეების წარმატებებით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება