სიახლეები
სკოლები

დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „გოდერძი“ გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში იასპარეზებს
13-07-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „გოდერძი“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალშია. 

სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ. 

2020-2021 სასწავლო წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მონდომებითა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან  დისტანციური რეჟიმით გაიმართება.

ნახევარფინალის შედეგების მიხედვით, ფინალის მონაწილე სკოლების რაოდენობა გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ხუთი ეკოკლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი „ნერგი“ დააგროვა ფინალში ავტომატურად მოხვდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები

სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასო ხდება - დაფინანსება აღარ შეეხება კერძო უმაღლესის სტუდენტებს

ცნობილია, რა უფლებამოსილება ენიჭებათ საჯარო და კერძო სკოლებს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

2025-2026 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ცნობილია 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

მსმენელთა წინაშე საკუთარი ლექსებით წარდგნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები

საინტერესო

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები
საზოგადოება