სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით პლოგინგის კონკურსი ჩატარდა
12-07-2021
-
+


30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით პლოგინგის კონკურსი ჩატარდა. პლოგინგის მოძრაობა წარმოშობით შვედმა მოყვარულმა მოთხილამურემ ერიკ აჰლსტრომმა 2016 წელს დაიწყო, რომელიც ჩრდილოეთ შვედეთში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ, სტოკჰოლმში საცხოვრებლად გადავიდა. ის იმდენად იმედგაცრუებული იყო ნაგვის რაოდენობით, რომელსაც სამუშაოდ მიმავალი გზაზე ხედავდა, რომ მისი შეგროვება დაიწყო. 

კონკურსის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე გუმბათის ნაპირები. მონაწილე გუნდებს საჩუქრად გადაეცათ ბანერები, რომლებსაც თავიანთ სოფელში დადგამენ. მონაწილეობა მიიღეს: გუმბათის, არწივანისა და აშკალის ახალგაზრდებმა. მონაწილეებმა ერთ ტონაზე მეტი ნარჩენი შეაგროვეს. 

პლოგინგი ჩატარდა პროექტის - „იფიქრე, იარე, იზრუნე“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა აშკალის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით. 

პროექტმა - „იფიქრე, იარე, იზრუნე“ გაიმარჯვა  ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის -„ეს წალკაა“ ფარგლებში. წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), CENN-თან თანამშრომლობით გამოცხადებული კონკურსი მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორცილებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება