სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო
09-07-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლაში  27 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიამ“ საზაფხულო ბანაკი მოაწყო. ბანაკის ფარგლებში უამრავი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა განხორციელდა. 

2021 წელს ხაიშის საჯარო სკოლა, „მაკ ჯორჯიას“ მიერ ასი სკოლიდან ათ გამარჯვებულ სკოლას შორის შეირჩა. პროგრამა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს უამრავ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტს.

აღნიშნული პროგრამით ხაიშის სკოლაში გამოვლინდა 4 ლიდერი მოსწავლე, რომლებიც აგვისტოში ლიდერთა ბანაკში გაემგზავრებიან:

  1. გოგი თორია;
  2. ლიზი ჭკადუა;
  3. ლიზი გელოვანი;
  4. თემო კვირიკაძე.  
„ძალიან დიდი მადლობა „მაკ ჯორჯიას“ და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. თქვენ ზრუნავთ ჩვენი მომავალი თაობის განათლებაზე და განვითარებაზე. საუკეთესოები ხართ - ნიკა ზიბზიბაძე,  ანი ჯიხვაშვილი,  მაკა მიშველიძე, ანა ქოჩიშვილი, დემეტრე ფარჯიანი, კახა იაკობიძე; მადლობა, ბატონ ლადო გორგილაძეს, იმ წვლილისთვის რაც მიუძღვის  ამ პროგრამის განხორციელებაში ჩვენ სკოლაში; „Aldo Gorgi“  მადლობა, ხაიშის საჯარო სკოლას. მადლობა სკოლის დირექციას და ადმინისტრაციას ხელშეწყობისათვის. დიდი მადლობა ამ სკოლის  ძალიან მაგარ  ბავშვებს. მიყვარხართ“ - აღნიშნავს ხაიშის საჯაროს სკოლის წარმომადგენელი მიმოზა ჭკადუა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება