სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ნიჭიერი და მისაბაძი მოსწავლე ელენე ლიპარტელიანი წყალტუბოს N4 საჯარო სკოლიდან
08-07-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა მრავალმხრივ ნიჭიერ მე-3 კლასის მოსწავლეს, ელენე ლიპარტელიანს გვაცნობს. ელენეს შრომისმოყვარეობა და მონდომება  სხვა მოსწავლეებისთვის სამაგალითოა.

ელენეს მრავალი სიგელი და ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებსა და კონკურსებში. იგი, ასევე აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge. ელენეს წარმატებებსა და მიღწევებში დიდი წვლილი მიუძღვის მის დამრიგებელს -  ხათუნა ქუთათელაძეს, რომელიც საკუთარი მოსწავლის დიდი გულშემატკივარია.

„ელენე ლიპარტელიანი ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. იგი აქტიურადაა ჩართული როგორც სასკოლო ასევე სკოლის გარეშე საქმიანობაში.

იგი 2019-2020 სასწავლო წელს გახდა დისტანციური კონკურსის: „სხვა სამყარო ჩემი“, გამარჯვებული ნომინაციაში - „აქტიური მკითხველი“.

ელენე ჭკვიანი და მოტივირებული გოგონაა. იგი დისტანციური სწავლების დროს ხშირად აგზავნის ვიდეო რგოლებს, ხოლო დასწრებითი სწავლების დროს აქტიურად არის ჩართული როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სხვადასხვა ღონისძიებებში; იგი კარგად ხატავს, მღერის და კითხულობს ლექსებს, 

ელენე ლიპარტელიანი აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge, სადაც ხშირად ჯილდოვდება სხვადასხვა სიგელებით.

ელენეს ვულოცავთ მე-3 კლასის დამთავრებას და წარმატებას ვუსურვებთ მე-4 კლასში, კიდევ ბევრჯერ ასახელოს მშობლიური სკოლა“ - აღნიშნულია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება