სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიცვალა მათემატიკის ტესტის სტრუქტურა - ბოლო რჩევები აბიტურიენტებს
08-07-2021
-
+


9 ივლისს მათემატიკის გამოცდას 12 900 - მდე აბიტურიენტი ჩააბარებს. მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა შეიცვალა 2021 წლის მათემატიკის ტესტში, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და რა ტიპის დავალებები იქნება.

2021 წლის გამოცდებისთვის შეიცვალა მათემატიკის ტესტის სტრუქტურა: ახალი ტესტი შედგება 35 ამოცანისგან. აქედან პირველი 27 ამოცანიდან თითოეულს ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ან 0 ქულით. 1 ქულა იწერება სწორი პასუხის მითითებისთვის პასუხების ფურცელზე. ამოცანებში, ოცდამერვედან ოცდამეთხუთმეტეს ჩათვლით, დადებითი შეფასების მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება - აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრული გზის ჩაწერაც. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა ამოხსნა და ის გზა ნაჩვენები, რომლითაც აბიტურიენტი პასუხამდე მივიდა, ნაშრომი შეფასდება ნული ქულით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე აბიტურიენტებს ურჩევს:  მათემატიკის ტესტის ღია დავალებებზე მუშაობის დროს ეცადეთ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული თქვენ მიერ შესრულებული ყველა გარდაქმნა. თუ ამოცანის ამოხსნისას შემოიტანთ ცვლადებს, აუცილებლად უნდა განმარტოთ, რას აღნიშნავთ ამ ცვლადებით. ასევე ყურადღებით გადაიტანეთ პასუხები პასუხების ფურცელზე ზუსტად ამ კონკრეტული დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.

გეომეტრიაში ხშირად აბიტურიენტები ნახაზების შექმნის დროს უშვებენ შეცდომებს, გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ნახაზის შექმნაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოთ ის. ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ, ასევე ამოცანების ამოხსნის ჩაწერის ნიმუშები და თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა ინფორმაცია იხილეთ კრებულებში.

9 ივლისს მათემატიკის გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება