სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიხარულის ცრემლი, სიყვარული და ზღვა ბედნიერება“-ქუტირის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს სიყვარულით გამოემშვიდობნენ
07-07-2021
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელების გამოსაშვები საღამო გაიმართა.  სიყვარულით სავსე გულებით დაემშვიდობნენ  მოსწავლეები თავიანთ პირველ მასწავლებელს, მას ვინც შეაყვარა სამშობლო, წიგნი, ასწავლა ანი-ბანი, დააფრთიანა და გზა დაულოცა შემდგომი წარმატებებისკენ. ღონისძიება ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა. 

„ ...ამაღელვებელი იყო მოსწავლეების მიერ გამოხატული მადლიერება ელისო მასწავლებლისადმი. იყო სიხარულის ცრემლი, სიყვარული და ზღვა ბედნიერება. თვალ-ხატულა ონავარ გოგო-ბიჭებს მათი პირველი მასწავლებელი ნანული ფხალაძეც არ დავიწყებიათ და ლექსებითა და სიმღერებით შორიდან მოეფერნენ მას.მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს ბატონ ზურაბ თოდუას და ყველა მასწავლებლებს, ვინც პირველ საფეხურზე ასწავლიდა მადლობის სიგელები გადასცეს.
ისევ და ისევ მადლობა ელისო გედენიძეს, ლელა ჯღარკავას, ნანა ქავზინაძეს, თეონა კოპალიანს, გიორგი რუხაძეს, დარეჯან რუხაძეს, მანანა უგრეხელიძეს და ირინა უგულავას.

მადლობა და ულევი წარმატება თქვენ: თეკლე, ელენე, ვახო, მათე, სალომე, ანა, ლიზი, ეკატერინე,“ - სკოლის ადმინისტრაცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება