სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

ღვანკითის საჯარო სკოლის საინტერესო ისტორია
19-10-2016
-
+


ღვანკითი ისტორიული სოფელია. აქ ცხოვრობდნენ იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უკანასკნელი შთამომავლები. 

ამჯერადაც ცხოვრობენ სოფელში ამ გვარის წარმომადგენლები. 

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე აღნიშნავს, მისი ყოფილი მოსწავლეები იყვნენ: ირაკლი ბაგრატიონი და მისი დები ქეთევან და თამარ ბაგრატიონები.

ჩეხი პროფესორი იან რიდკა წერდა: „ჩამოსვლა მინდა ღვანკითში, ნახვა იმ სოფლის, სადაც გერმანულ ენას ვასწავლიდი ბაგრატიონის ვაჟს, მაგრამ მოხუცებულობის გამო შორს მგზავრობა აღარ შემიძლიაო.“

სკოლა ზუსტად იმ ადგილზე დგას, სადაც ბაგრატიონის სასახლის მთავარი შენობა იდგა. სოფელში დედაღვთისას მამათა მონასტერიცაა თამარის დროს აგებული.


1.ვინ დააარსა ღვანკითის სკოლა ? 

პირველად აქ სკოლა გერასიმე ქიქოძემ დააარსა 1885 წელს. 1887-98 წლებში კვლავ განახლდა, ხოლო 1935-36 წლებში ბაგრატიონების სასახლე დაანგრიეს და ააშენეს შვიდწლიანი სკოლის კაპიტალური შენობა. 1971 წელს დაიწყო ახალი სამსართულიანი შენობის მშენებლობა და დასრულდა 1973 წელს. სკოლის გვერდით არის, აგრეთვე, ბაგრატიონების მიერ აშენებული სამების ეკლესია. ძველი სამება მე-16 საუკუნეშია აგებული, ტაძარზე წარწერა წაიკითხა მზექალა შანიძემ. ამჯერად რესტავრირებულია. ახალ სამებაში არიან დაკრძალული ბაგრატიონები ალექსანდრე და მისი მეუღლე ნადიტორა წულუკიძე. მათი შვილის თამარის საფლავზე კი აკაკის ეპიტაფიაა.

2. აკაკი წერეთელი ახსენეთ. ვის სტუმრობდა ხოლმე პოეტი თქვენს სოფელში? 

აკაკი აქ ხშირად დადიოდა. მისი დედის ეკატერინეს ნათესავები იყვნენ ღვანკითელი ბაგრატიონები. ამიტომაც იცნობდა ღვანკითელ ვარდენ ყიფიანს. მათი ექსპრომტებიც მთელმა საქართველომ იცის ზეპირად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა სკოლამ აღზარდა ვალერი გოგნაძე, რომელიც უსამართლო ომს შეეწირა.

3. თქვენი სკოლის წინ ძველი ცაცხვის ხეა. რაიმე ისტორია თუ უკავშირდება მას? 

ეს ის ცაცხვია, რომლის ჩრდილშიც ხშირად ისხდნენ და ბაასობდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები: მამია გურიელი, მერი და მისი და თამარ შერვაშიძეები, აკაკი წერეთელი.


4. რამდენი მოსწავლეა ამჟამად სკოლაში?

სკოლაში 450 მოსწავლე იყო. ამჯერად კი მხოლოდ 150-მდეა. მიზეზი ქართული ყოფაა ამჟამინდელი და ცოტა წინა პერიოდისა.

ეს ფოტო 1973 წელსაა გადაღებული.


ახლა ასე გამოიყურება ღვანკითის საჯარო სკოლა.


ეს რუკა კი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის მიერ არის შედგენილი.









კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება