სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ვაკანსიები ცხადდება და ამ ეტაპზე 200-მდე კადრია საჭირო - რომელ საგნის პედაგოგებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა?
29-06-2021
-
+


სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა. დირექტორები ახალი სასწავლო წლისთვის კადრებს უკვე ეძებენ. ამ დროისთვის 200-ზე მეტი აქტიური ვაკანსიაა. აღსანიშნავია, რომ ვაკანსიები ყოველდღიურად ემატება პედაგოგებისთვის განკუთვნილ ვებ-გვერდს.

ვაკანსიები გამოცხადებულია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, თბილისსა და რეგიონებში.

ყველაზე მეტად სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებზეა მოთხოვნა, შემდეგ მოდის მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური, ისტორია, ფიზიკა და გეოგრაფია. ქიმიის პედაგოგს 5 სკოლა ეძებს, სპორტისას კი - 8. ასევეა მოთხოვნა რუსულის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ფრანგულისა და ბუნების მასწავლებლებზე.

მხოლოდ თითო ვაკანსიაა სამოქალაქო განათლების, იტალიურის, გერმანულის, მე და საზოგადოების, ასევე საგზაო ნიშნების მასწავლებლებისთვის.

მასწავლებლების გამოცდები 14 ივლისს იწყება, ათასობით პრაქტიკოს პედაგოგს გამოცდის ჩაბარების ბოლო შანსი აქვს, სწორედ მათ შედეგებზეა დამოკიდებული, ახალი სასწავლო წლისთვის გამოცხადდება თუ არა მასობრივად ვაკანსიები სკოლებში.

ვაკანსიების სანახავად იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება