სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
18-06-2021
-
+




დღეს, 10:00 საათიდან, თბილისის საჯარო ბაღებში საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. აუცილებელი პირობაა, რომ 2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის ბავშვი 2 წლის იყოს.

რეგისტრაციისთვის გადადგით ვებგვერდზე: kids.org.ge 

რეგისტრაციის გადამოწმება ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ იმავე გვერდზე, სადაც შეავსეთ მონაცემები. 

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია:

დაბადების მოწმობის ასლი,

2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული),

ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა,

მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლით ბავშვი, თუ ის უკვე ჩარიცხულია თბილისის რომელიმე სხვა საჯარო ბაღში. ბაღის შეცვლისათვის, ამჟამინდელი რეგისტრაციის ბაღს მოსთხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება და მხოლოდ შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია სასურველ ბაღში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება