სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მთავარი ის კი არ არის, რას ასწავლი, არამედ რა ფორმით ასწავლი“ - არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა
14-06-2021
-
+


რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს? და როგორ ფიქრობს, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი? - ამ თემებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორის - სტელა გიგოლაევას მოსაზრებებს თავაზობთ:

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- გამოცდები რთული გადასალახი არ არის და მცოდნე პედაგოგმა ის უნდა დაძლიოს. ამასთან ერთად, გამოცდისთვის მზადებას დადებითი შედეგი აქვს. ამ დროს ბევრ ახალ რამესაც სწავლობს პედაგოგი, მუშაობს საკუთარ თავზე და იმაღლებს კომპეტენციას. საქმე ის კი არაა, რთულია თუ მარტივი გამოცდა. პირველ რიგში, მე თვითონ პედაგოგი ვარ და ამდენი ვიცი, რომ მთავარი არ არის, რას ასწავლი და რას აძლევ, არამედ რა ფორმით ასწავლი. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა კარგად ჩაუღმავდენენ მასწავლებლები შეკითხვებს, ვინაიდან ყველაფერი რაც გამოცდაზეა მოცემული, პრაქტიკაში მას ვიყენებთ. გვერდზე გადადონ ნერვულობა და შფოთი და ყველაფერი კარგად იქნება. ყველა პედაგოგს ვუსურვებ წარმატებას და, რა თქმა უნდა, წინსვლას. 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- ჩემს სკოლაში ძრითადად მოსწავლეები პედაგოგობასა და ბიზნეს ადმინისტრირებას ფიქრობენ. გულახდილად გეტყვით ძალიან გამიხარდა, როდესაც სკოლის მეთორმეტე კლასელმა ჩვემს მასწავლებლებს უთხრა, თქვენ გვაძლევთ მაგალითს, რომ მეც თქვენნაირი მასწავლებელი მინდა გავხდეო. ეს, რა თქმა უნდა, იმ პედაგოგისათვის და სკოლისთვისაც დიდი სახელია. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს და ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, რა სურთ მომავალში და რისი კეთება ანიჭებთ სიამოვნებას, რათა მომავალი პროფესია მათთვის უცხო არ აღმოჩნდეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება