სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველო არის ესე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის IX კლასებში გეოგრაფია-ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
14-06-2021
-
+


„საქართველო არის ესე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის IX (დამრიგებელი ხათუნა აფრიდონიძე ) და IX (დამრიგებელი ელისო თედორაძე) კლასებში გეოგრაფია-ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო გიორხელიძეა, ისტორიისა კი - ხათუნა აფრიდონიძე.

მასწავლებლებმა ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეებს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მთავარ დარბაზში ჩაუტარეს.

გაკვეთილის მიზანი იყო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში მთელი წლის მანძილზე გავლილი სასწავლო პროგრამის შეჯამება.

მოსწავლეებმა ინტეგრირებულ გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს კუთხეებზე, სადაც წარმოაჩინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიისა და გეოგრაფიის ელემენტები, კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამოსი და კულინარია. 

„აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე, სამუშაო სივრცედ, სპეციალურად იქნა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი შერჩეული, რადგან ეს მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების უნარს. ეს არის სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ თვალი ადევნონ კაცობრიობისა და საკუთარი ერის განვითარების უწყვეტ პროცესს, მრავალსაუკუნოვან მიღწევებსა თუ მონაპოვარს. დღევანდელი გაკვეთილით კი მოსწავლეებმა შეძლეს წარსულის, როგორც ერთი მთლიანობის აღქმა. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძე და სხვა მოწვეული სტუმრები. 

ღონისძიების ბოლოს, ბატონი მურად ჯიშკარიანისა და ქალბატონი ნონა ქარციძის მიერ, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, სამომავლოდ, უფრო განამტკიცებს ისტორიულ მუზეუმსა და ჩვენს სკოლას შორის შემოქმედებიც-სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება