| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის სწავლა დაასრულეს და ორი დღის განმავლობაში სრული კურსისას შესწავლილი თემები პრეზენტაციების სახით წარმოუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
„გვამოგზაურეს მსოფლიო ხელოვნების გალერეებსა და ქალაქ-მუზეუმებში, ჩავიხედეთ გენიალურ ხელოვანთა სულიერ სამყაროში, თვალი შევავლეთ მსოფლიოს არქიტექტურულ ძეგლებსა და მაშტაბურ პროექტებს, მოვისმინეთ საინტერესო ისტორიები ქართული კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და საგანძურზე, ისტორიულ წარსულზე, პირველყოფილი ხელოვნებიდან თანამედროვეობამდე.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს შესანიშნავი და საინტერესო ნიმუშების წარმოდგენისა და გაცნობისათვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ცოდნა მათ ცხოვრებაში აუცილებლად ჰპოვებს შემოქმედებით განვითარებას და გამოიყენებენ შესაბამის დროს, შესაბამის ადგილას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას