| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ჯანსაღი ცხოვრების წესი-ჯანმრთელობის გარანტი“ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის მიზანი იყო: ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მისი პრივილეგიების გაცნობა. კლასს მასწავლებელი თინათინ ბეჟაშვილი ხელმძღვანელობდა.
„მოსწავლეებმა თავად გადაწყვიტეს, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, როდესაც დაიწყეს პროექტზე მუშაობა. მათი აზრით, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში. თემის ირგვლივ მოიძიეს მასალები ინტერნეტში, მასწავლებელთან ერთად შეადგინეს კითხვარი, რომელიც ეხებოდა აღნიშნულ საკითხს. ჩაწერეს ვიდეო-რეპორტაჟები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან: პედაგოგებთან, მედიცინის მუშაკებთან და აგრეთვე გამოკითხეს თანატოლები. როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამის შემდეგ გააკეთეს პრეზენტაციები საკითხთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის პრივილეგიებზე. მოუწოდეს თანატოლებს იცხოვრონ ჯანსაღი წესით, უარი თქვან არაჯანსაღ საკვებზე, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშულებების მოხმარებაზე.
მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა პედაგოგმა თინათინ ბეჟაშვილმა და დამსწრე პედაგოგებმა საინტერესო სამუშაოსთვის“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას