სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მასწავლებელი - მაია ლორია, რომელიც სამტრედიის N11 სკოლის მოსწავლეთა სწავლა-განათლებაზე ზრუნავს
14-06-2021
-
+


სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ლორია საკუთარ პროფესიაზე გვიყვება და მოსწავლეთა მხატვრულ ჩანაწერებს გვიზიარებს. ინტერვიუერი ლიკა დევაძეა, „ახალგაზრდა ლიდერების საერთაშორისო აკადემიის“ მოხალისე.

მაია ლორია: „დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ მასწავლებლობა მეტია, ვიდრე უბრალოდ პროფესია, ესაა ბეწვის ხიდი, რომელზედაც ბავშვთან ერთად გადიხარ სიყვარულისა და პროფესიონალიზმის მსუბუქი ფრთებით, სხვაგვარად, უმადლოდ, ეს ხიდი ჩაწყდება და დამარცხებული ვერასდროს შეძლებ აღადგინო ის საკრალური ურთიერთობა, მოძღვარ - შეგირდს შორის რომ გაურიგებია უფალს;

ამიტომაც ვთვლი, რომ ,,პროფესიამ“ თავად ,,ამირჩია“, უფრო სწორად ბავშვმა მიპოვა, რადგან ჩვენ შორის საქმობდა მხოლოდ სიტყვა- ხორცშესხმული სამყარო - ,,ცხოვრების კვირტის“ გამოსაკვანძად ბავშვს მე ვჭირდებოდი, სიტყვიერების მასწავლებლობა ამ მხრივ მანებივრებდა, როგორც ბედი, ამიტომაც ვიყავი ბავშვთან განუყრელად, იმ მოვალეობის შეგნებით, რომ საჭირო დროს საჭირო სიტყვით მივშველებოდი, მისი ოცნებებისთვის გზა გამეკვალა, სულიერსა თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში დამერწმუნებინა, გენიალურზე გენიალურად ეფიქრა, დროის შესაფერი საქმენი რომ ეკეთებინა და ცოდნის სიმაღლით საკუთარი ქვეყანა აემაღლებინა...

საოცრად მადლიერი ვარ უფლის, რომ ვარ ,,მასწი“ და ყოველდღე ანთებული თვალებითა და შეუდარებლად გულწრფელი ხმით ჩემი მოსწავლეები შემახსენებენ ამას; ხშირად მიფიქრია, განა რა მიკეთებია, რომ ასე შეიძლება უყვარდე, სწამდეთ შენი, მე ხომ უბრალოდ ფრთებს ვუსწორებ მათ და ვცდილობ, აფრენისას არ დაეცნენ; მხოლოდ ის მინდა, რომ საკუთარი ცრემლი პურად გადააქციონ და ამ სულის პურში, ჩვენი ღვთაებრივი ენისა და უნიკალური მწერლობის მადლი ერიოს, ფრთებს აბა, ამათ გარეშე როგორ გაშლიან ან სხვაგან სად იპოვიან ნავსაყუდარს საწუთისოფლო ღელვა-ტორტმანით დაღლილნი;

მეც გამკვირვებია, განა საკლასო ოთახის კართან მისული, ყოველდღე ისეთი განცდით არ ვიწყებ გაკვეთილს, თითქოს მთელი ქვეყანა უნდა გადავარჩინო და, პირიქით, ბავშვის წყალობით უნდა გადავრჩე...რათა შევძლო, ვასწავლო ქართული ისე, რომ ღირსება და პატივი არ მოვაკლო ლამის ხელთუქმნელ ჩვენს მწერლობას...რას ვაძლევ მე მათ? მხოლოდ სულის ნაწილს, განსხვავებით მშობლისგან, რომელიც სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია მისი, მე კი ამ სულის თანაზიარობის გარეშე, ვერაფრით გავაცოცხლებ რუსთველს, ბარათაშვილს, ვაჟას, გალაკტიონს მათთვის, თუ არ დავარწმუნე, რომ ლიტერატურა სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა, იგი ,,სულის წიაღიდან იბადება და სხვათა სულებში თუ ხელახლა არ აღმოცენდა, ვერ იცოცხლებს“.

მჯერა, რომ სწორედ ეს ახალი სიცოცხლე - ,,სიახლე ორბის“ განაცდევინებს ადამიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას... ვცდილობ, ამ ძნელ გზაზე ბავშვთან ერთად ვიარო და მას მხოლოდ ,,კარიერული წინსვლა“ არ ერქვას... ბეწვის ხიდზე გავლა აღარ შეგაშინებს, როცა ასეთ წერილებს საგზლად გიძღვნიან:

,,ახლა რომ ბავშვი ვარ და სულ რომ ბავშვი ვიქნები, მაგრამ მაშინ უფრო ბავშვი ვიყავი, მორიაკის ,,პატარა მაიმუნი“ რომ წავიკითხე და ამოვწერე: ,,ხედავს, მის ჯაგრით შემოსილ ღაწვზე როგორ მოგორავს ცრემლი, რომლის მოწმენდა მასწავლებელს დავიწყებია“. მხოლოდ მაშინ დავფიქრდი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო მასწავლებელი და ყველაზე რთული ის კი არ არის, იცოდე საგანი, რომელსაც ასწავლი, არამედ გესმოდეს ყველანაირი ადამიანის ენა, შეგეძლოს სხვა ადამიანისაგან შექმნა ინდივიდი და არა საკუთარი თავის გამეორება. ჰოდა, ჩემო მაია მასწ, თუ ოდესმე მეტყვიან, დავასახელო ადგილი, სადაც მე ყველაზე მეტად ვიყავი საკუთარი თავი, ვიტყვი, რომ არსებობს ერთი პატარა ოთახი, წიგნებითა და წარწერებით გადავსებული, ეს ოთახი იყო ლუქსი ჩემთვის.

და ბოლოს, შეუძლებელია, აღვწერო ყველა მოგონება... უბრალოდ გთხოვთ, თუკი ოდესმე შეამჩნევთ, რომ „მოიისფრობაზე“ მეოცნებე თქვენი თეაი დროების დაუნდობელ ზვირთებში ,,გავძეხად“ გადაქცევისკენ მიექანება, ნუ მოგერიდებათ ითამაშოთ დამჭერი მოთამაშის როლი ჭვავის ყანაში, გადაარჩინოთ ის კლდიდან გადაჩეხას და მოსწმინდოთ ცრემლი, რომლის მოწმენდა ყველა სხვას დავიწყებია“. მიყვარხართ!“ (თეაი მიქელაძე)“.

ახალგაზრდა ლიდერების სერთაშორისო აკადემია აგრძელებს კამპანიას „პროფესია მასწავლებელი“.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება