სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თამარიანის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო ჩატარდა
14-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, თამარიანის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

თამარიანის საჯარო სკოლაში მოეწყო მე-11 კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ სახვაძის პოეზიის საღამო - „პოეზია სულის სიმშვიდეა“, რომელშიც მონაწილეობდნენ V -XI კლასის მოსწავლეები.

„ბავშვებმა წარმოგვიდგინეს ნიკოლოზ სახვაძის ლექსები, რომლებიც თავმოყრილია კრებულში. კრებული კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გამოიცა. მოსწავლეებმა ასევე წარმოგვიდგინეს ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. ღონისძიების მიზანი იყო, მასწავლებლები, მოსწავლეები გაცნობოდნენ ნორჩი პოეტის ლექსებს და პატივისცემა გამოეხატათ მისი უსაზღვრო ნიჭის მიმართ.

ღონისძიების სულისჩამდგმელები და ორგანიზატორები იყვნენ კლასის ხელმძღვანელი ირინე ბოჟაძე, ნანა კაპანაძე და ნიკოლოზის საუკეთესო მეგობარი მე-10 კლასის მოსწავლე თათია ხაჩიძე“, - აღნიშნულია თამარიანი საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.     

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

პიროვნება
სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება