სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვიყვარს ბუნება“ - ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
14-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

ახლაც,სასწავლო წლის მიწურულს განხორციელდა საინტერესო პროექტი - „ჩვენ გვიყვარს ბუნება“. პროექტის მთავარი მოქმედი გმირები ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები იყვნენ, რომელთა დამრიგებელიც, სოფიო გაჩეჩილაძე გახლავთ, პროექტის ხელმძღვანელი კი - პედაგოგი იულია ჩირგაძე.

პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეები ბევრ საინტერესო ფაქტსა თუ მოვლენას გაეცნენ, მიიღეს საჭირო ინფორმაცია და აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, მოტივაციას ამაღლებს მოზარდებში და ასევე სახალისოს ხდის სწავლის პროცესს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება