სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახსოვდეთ, მუდამ თქვენზე ფიქრში ვიქნები“ - დილიკაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი მერი ხაჩიძე მოსწავლეებს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა
14-06-2021
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი მერი ხაჩიძე თავის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა და სწავლის შემდეგ საფეხურზე გზა დაულოცა. მასწავლებელმა მოსწავლეებს ლექსიც მიუძღვნა და ის „განძიც“ გადასცა, რასაც პატარები ელოდნენ.

„ჩემო ძვირფასო ბავშვებო, მიმდინარე სასწავლო წელი ჩვენთვის ცოტა უჩვეულო იყო, მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერი წარმატებით გადავლახეთ.

დღეს დაგემშვიდობებით...  სულითა და გულით დაგილოცავთ მომავალი ცხოვრების გზას! ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! გახსოვდეთ, მუდამ თქვენზე ფიქრში ვიქნები.

ახლა, მინდა ერთი თქვენთვის ძალიან საინტერესო მომენტი გავიხსენო, დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა და გაგიმხილოთ იმ ლამაზად შეფუთული ყუთის საიდუმლო, რომელიც პირველ კლასში მოგიტანეთ და გითხარით; ვინც კარგად ისწავლის და გულს გამიხარებს, ამ ყუთში არსებულ „განძს“ საჩუქრად მიიღებს ჩემგან მე-4 კლასის ბოლოს-მეთქი.

თქვენ ძალიან დაგაინტერესათ ამ ყუთში არსებულმა „განძმა“ და როგორც კი  გარეთ გასულს დამიხელთებდით კარებთან ამხანაგს აყენებდით, ხომ არ მოდისო და უტრიალებდით ყუთს, ძალიან გაინტერესებდათ რა „განძი“ იდო მასში.  ყუთის გახსნას კი ვერ ბედავდით.

აი, გაირბინა ოთხმა წელმაც და საიდუმლოს მინდა ფარდა ავხადო .იმ ყუთში ის „განძი“ იდო რომლის გარკვეული ნაწილიც თქვენ ჩემგან უკვე მიიღეთ და უფრო დიდი ნაწილი თქვენს მომავალ მასწავლებლებშია დამალული, რომელიც  თქვენ მისხალ-მისხალ წარმატებით უნდა აითვისოთ და შეისწავლოთ.

ეს ძვირფასი განძი ცოდნაა და ის ჯერ აქ საშუალო სკოლაში უნდა მიიღოთ და შემდეგ უმაღლეს სკოლაში. მე ვისურვებდი, რომ ეს ორივე საფეხური თითოეულ თქვენგანს წარმატებით გაევლოს და უდიდესი განძით დატვირთული შედგომოდეს ცხოვრების დიდი გზას. დამპირდით, რომ ამ თხოვნას შემისრულებთ. ნათქვამია საფუძველი თუ არ აქვსო, შენობას ვერ ააგებთ. საფუძველი ხომ მიიღეთ, მაშ ბრძოლას ნუ წააგებთ!

თქვენ მთხოვეთ, თქვენც ლექსით დაგვემშვიდობეო და მე ამ პატარა თხოვნას აქვე გისრულებთ.

გეფერებით ყველას,
როგორც ღვიძლი დედა.
თქვენ ხართ მომავალი
ერის თვალთახედვა.
ლექსით გიალერსებთ
გეხუტებით გკოცნით,
გაიხარეთ, დაფრთიანდით ძვირფასებო
დედაღვთისმშობლის ლოცვით“, - წერია პედაგოგის მიმართვაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება