სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ნიგაზეულის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი - ხატია ხიმშიაშვილი, რომლის ინიციატივითაც სკოლაში კლუბები დაარსდა
11-06-2021
-
+


შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი და მასწავლებლები ოქროს მედალოსან - ხატია ხიმშიაშვილს სკოლის წარჩინებით დამთავრებას ულოცავენ.
სკოლის ადმინისტრაცია კურსდამთავრებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:              

„ხატია ხიმშიაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა. ხატია ხიმშიაშვილი გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და საშემსრულებლო დისციპლინით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების შესწავლისას აქტიურად იზიარებდა მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ თანამედროვე სწავლების ფორმებსა და მეთოდებს. განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისადმი. ის სასკოლო ოლიმპიადების აქტიური მონაწილე და პრიზიორია. უყვარს კითხვა. მუდმივად იმაღლებს თავის ინტელექტუალურ დონეს. აქტიურად იყო ჩაბმული სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებში. მისი ინიციატივით სკოლაში დაარსებულია სასკოლო კლუბები -„მომავლის თეატრი“, „ნორჩ ეკოლოგთა კლუბი“, „სამოქალაქო განათლების კლუბი“. მისი გუნდის მიერ შემუშავებულმა პროექტებმა გაიმარჯვეს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ არაერთ სასკოლო საგრანტო პროექტებში.  გამარჯვებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ლიტერატურული მარათონი“. კარგად აქვს განვითარებული შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარები. აქტიურად ჩართულია შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა მუშაობაში. მისი ინიციატივით არაერთი პროექტი იქნა განხორციელებული, რომელმაც მოწონება და გაზიარება დაიმსახურა. შეუძლია ურთიერთობები ყველა ასაკის ადამიანებთან. უფროსების მიმართ პატივისმცემელია და ყურადღებიანი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას. ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან („მწვანე სექტორი“, „ჰელფინგ ჰენდი“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, „SAORSA“, „ახალგაზრდული იდეა“ და სხვ.), რომელთა პროექტების ფარგლებში არაერთხელ იყო გამარჯვებული, მიწვეული კონფერენციებსა თუ საზაფხულო ბანაკებში.

სსიპ-შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა ხატია ხიმშიაშვილს, როგორც აკადემიურად წარმატებულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ მოსწავლეს,  ულოცავს სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას. უსურვებს ყოფილიყოს ყოველთვის აქტიური მოქალაქე, წარმატებული სტუდენტი, არჩეული საქმის პროფესიონალი სპეციალისტი“, - წერია სკოლის პედაგოგიური კოლექტივის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება