სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ - სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური საქველმოქმედო აქცია გამართეს
11-06-2021
-
+


ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური საქველმოქმედო აქცია განახორციელეს. 

„ერთად ვაკეთოთ სიკეთე“- ამ ლოზუნგით მოსწავლეთა აქცია ქალაქის ცენტრში ჩატარდა. ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის, სხვადასხვა კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობელთა აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. 

 - მოეწყო მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
 - შესრულდა მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები;
 - მოსწავლეებმა წარმოადგინეს როგორც ქართული ტრადიციული, ასევე თანამედროვე ცეკვები;
 - მიმდინარეობდა სხეულზე მოხატვა.

„აქციაზე შემოსული თანხა მოხმარდება ქალაქ სიღნაღში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, რომლებსაც მოსწავლეები წითელი ჯვრის ბაზაში არსებულ ბენეფიციართაგან შეარჩევენ.

განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებების გააქტიურებას.

სიღნაღის სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, ასევე იმ კეთილ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანეს ამ კეთილშობილურ საქმეში. ჩვენ ერთად შევძელით და გავაკეთეთ სიკეთე!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება