სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
08-06-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ნახატებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. სკოლაში განხორციელდა პროექტები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

„5 ივნისი გარემოს დაცვის და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. რა თქმა უნდა, ჩვენს სკოლაშიც აღინიშნა ეს დღე.
დედამიწის განადგურება და სხვადასხვა საარსებო გარემოში მცხოვრებ არსებებზე, დედა ბუნებაზე ზრუნვა გამოხატეს თავიანთ თემატურ ნახატებში მე-9 კლასის მოსწავლემ ნინი კირთაძემ და მე-6 კლასის მოსწავლემ ზურა ჯოხაძემ. პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძემ მოამზადა პრეზენტაცია ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოზე, მის თანამედროვე პრობლემებსა და პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებზე. ბიოლოგიის მასწავლებელი მაია კაკაბაძეა.

პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი გურეშიძემ მოამზადა თემატური პოსტერი. ხოლო მე-10 კლასის მოსწავლე მათე მიქაძემ  მოამზადა პრეზენტაცია: „უთხარი პლასტიკს არა“. გეოგრაფიის მასწავლებელი მეგი ზიბზიბაძეა.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ერთგვარი პერფორმანსი - ჩვენ გვიყვარს გარემომცველი სამყარო, რომელიც ჩვენი ეზოდან იწყება, ამიტომ ვზრუნავთ მასზე. მოსწავლეები: ანა იობიძე, ელენე ლიპარტელიანი, გიორგი და ვლადიმერ სალუქვაძეები, მურთაზ და თამარ კიკალიები. მე და საზოგადოების პედაგოგი მაია ნუცუბიძე-ქობულია“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება