სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის სამყაროს გაფერადებაზე ზრუნავენ - ბავშვებმა 1 ივნისი იზეიმეს
03-06-2021
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს. 1-ლ ივნისს სკოლაში ღონისძიებები გაიმართა.

მოსწავლეები ღოსძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ, შემოქმდებევითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ბევრი იხალისეს. 

„ბავშვობის ლამაზად გატარება უკვე ზრდასრულ ადამიანს თავდაჯერებულ, მხიარულ და წარმატებულ პიროვნებად აყალიბებს, თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობა სწორად ამიტომაა - ზრუნვა პატარებისთვის სამყაროს გაფერადებაზე. ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში 1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა. დილა მეოთხეკლასელებისთვის დაიწყო თითქოს დაძაბულად, მანანა გაფრინდაშვილისა და ქეთი კაპანაძის სადამრიგებლო მე-4 კლასები საცდელ ტესტირებაში მონაწილეობენ და უნდა აღინიშნოს, რომ ღელავდნენ, თუმცა ტესტის გავლის შემდეგ მხიარულად დაცუნცულებდნენ თითქოს საკუთარი თავით კმაყოფილნი. მე-2 ა და ბ კლასის მოსწავლეებმა ( დამრიგებლები მარიამ გამეზარდაშვილი და ელზა ბრეგვაძე) მსოფლიოს პატარებს ცეკვებითა და სიმღერებით მიულოცეს ეს დღე. პატარებმა ფერადად შეღებილი თითებით, პოეზიის მხიარული ნიმუშებით და სამეჯლისო ცეკვის ლამაზი შესრულებით აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი მოკლე ინფორმაცია გააცნეს მაყურებელს, თუ როდიდან და რატომ აღინიშნება 1-ლ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა ხელოვნების პედაგოგი ქეთევან კაპანაძე. მე-3- მე- 4 კლასელებმა თავიანთ დამრიგებლებთან (ნანა დათეშიძე, ნონა გაფრინდაშვილი) ერთად ფერადი ცარცებით შეასრულეს იდეური ნახატები. დღე მხიარულად წარიმართა. სასწავლო დღის ბოლოს ბედნიერღიმილიანი მოსწავლეები ბუშტებით გაისტუმრა შინ სკოლამ. ბედნიერი და წარმატებული მომავალი ყველა ბავშვს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

დირექტორმა, ნარგიზ სამხარაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვეს

 

 

 

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება