სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი „ზღაპრულად“ დაასრულეს
31-05-2021
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

„მიუხედავად პანდემიური შეზღუდვებისა მხიარულად და „ზღაპრულად“ დაასრულა სწავლა მეშვიდე საჯარო სკოლის Iბ კლასმა. ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“ მეგობრობასა და ერთგულებას, სხვისთვის ხელის გაწვდენას და დახმარებას რომ გვასწავლის სკოლის ვრცელ ეზოში, სახელდახელოდ შექმნილ სცენაზე გაითამაშეს მოსწავლეებმა.

ახალი ინტერპრეტაციით შექმნილი სპექტაკლი სახალისო აღმოჩნდა თავად მონაწილეებისთვისაც და დისტანციურად განთავსებული დამსწრე საზოგადოებისთვისაც. სპექტაკლის ბოლოს დამრიგებელმა, სალომე მიქაძემ მოსწავლეებს ალბომები გადასცა და პირველი კლასის ღირსეულად დამთავრება მიულოცა. დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგად გამოვლენილი 4 საუკეთესო მოსწავლე მცირე პრიზებითაც დაჯილდოვდა!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება