სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კიდევ ერთი უქმე დღის დამატება საქართველოში - სკოლის მოსწავლეებს 19 დეკემბერის მამის დღედ დაწესება სურთ
29-05-2021
-
+


უქმე დღეების ჩამონათვალს, შესაძლოა კიდევ ერთი შეემატოს. 19 დეკემბრის - მამის დღედ დაწესება, სკოლის მოსწავლეების ინიციატივაა.  

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაარეგისტრირეს. მათი იდეაა, რომ მამის მიმართ მადლიერება გამოხატონ და ყოველწლიურად აღნიშნონ, ისევე, როგორც ეს დედების დღეს, 3 მარტს ხდება:

„მოგეხსენებათ, საქართველოში აღინიშნება დედის დღე - 3 მარტი და ეს თარიღი უქმედ არის გამოცხადებული. ჩვენი მიზანია, დაწესდეს, ასევე, მამის დღეც, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მამების პატივსაცემად. გვსურს, ამით მადლიერება გამოვხატოთ მეორე მშობლის მიმართ, რომელიც არანაკლებ ზრუნავს შვილისთვის“.

რაც შეეხება თარიღს, მიხეილ ჯავახიშვილის მიერ შვილისთვის მიწერილი წერილის გამო აირჩიეს, რომელიც მწერალმა ქალიშვილს 19 დეკემბერს გაუგზავნა. 

„მიგვაჩნია, რომ მამის დღე იყოს 19 დეკემბერს, როდესაც გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა, პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, თავის ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც ის აძლევს მას ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს. მოცემული წერილი გამსჭვალულია დიდი სიყვარულითა და სწორი მსოფლმხედველობით.

ამიტომ გვსურს 19 დეკემბერი გამოცხადდეს მამის დღედ და იყოს უქმე“, - ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

როგორც მოსწავლეები განმარტებაში წერენ, დღეისთვის საქართველოში მამის დღედ (19 ივნისი) ამერიკული დღესასწაულია გადმოტანილი და მათი სურვილია ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს. 

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა 19 დეკემბერი უქმე დღე საქართველოში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

რამდენი დასვენების დღეა წელიწადში საქართველოში? - უქმე დღეები და დღესასწაულები

2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება