სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში გაიმარჯვეს
19-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში გაიმარჯვეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა - კონსტანტინე ებრალიძემ და ალექსანდრე კალანდაძემ, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა - ნინო თაქთაქიშვილმა -,,ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში უნივერსიტეტის სახელით (კსუ) მიიღეს მონაწილეობა.

პროექტში მოსახვედრად, საქართველოს მასშტაბით არსებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ორ ეტაპად მონაწილეობდნენ - კომისიამ, იმიტირებულ სასამართლო პროცესში დარეგისტრირებული გუნდები,  პირველი ეტაპისათვის, ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის მიხედვით შეარჩია.

მეორე, ზეპირი რაუნდის ეტაპზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად - ხუთი  გუნდი გადავიდა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდი, კსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით, 16 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში გაიმართა. სასამართლო პროცესზე, რომელიც მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებს შეეხებოდა, მოსარჩელეს კსუ, ხოლო მოპასუხეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები წარმოადგენდნენ.

საქმე კოლეგიამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილა და პროცესის საუკეთესო მოსარჩელე გუნდად  - კსუ-ს ჯგუფი დაასახელა.  ამ გამარჯვებასთან ერთად, კსუ-ს სტუდენტმა - კონსტანტინე ებრალიძემ - პროექტის გამორჩეული მონაწილის ტიტულიც მოიპოვა.

იმიტირებული სასამართლო პროექტის მონაწილეები და გამარჯვებულები სერთიფიკატებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება