| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?
- ჩემი აზრით, ეს ძლიერ უარყოფითად იმოქმედებს იმ სკოლებზე, რომლებიც არიან მაღალმთიანი, მცირეკონტიგენტიანი და სადაც კლასში ირიცხება ერთი მოსწავლე.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?
- ვფიქრობ, სკოლა სამინისტროსთან შეთანხმებით, 5 დღიანი სწავლებიდან დროებით უნდა გადავიდეს 6 დღიან სწავლებაზე, ხოლო თუ მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს შეეხება ეს ჩამორჩენა და შეფასების არმიღება, მაშინ ესეთი მოსწავლეებისათვის უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან მოსწავლემ უნდა ჩააბაროს კომპლექსური შემაჯამებელი დავალება.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?
- ხარვეზი, რა თქმა უნდა არსებობდა, რადგან მასწავლებელი მთლიანად გადართული იყო თავის თავზე, რათა კრედიტქულები მოეგროვებინა პროფესიული წინსვლისათვის. მოსწავლე და მისი შედეგი გადმოწეული იქნა მეორე პლანზე. ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სწავლა-სწავლების პროცესს, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლის შედეგს. სტატუსისქონე მასწავლებლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მასწავლებლის სახლის მიერ დაწესებულ გამოცდებში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე