სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების კოალიციის პროექტი „ლიდერი განათლებაში“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტებიც ჩაერთვებიან
25-05-2021
-
+


განათლების კოალიციამ ფონდთან „განათლება დემოკრატიისთვის“ თანამშრომლობით პროექტის „ლიდერი განათლებაში“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში პოლონელი ექსპერტები მასწავლებლებისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენინგებს ჩაატარებენ.

პროექტი პირველ ეტაპზე ონლაინ ფორმატში ტარდება და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები და სამი რეგიონული უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომლებიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტები არიან. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მასწავლებლის პროფესიული იმიჯის ფორმირება, პოზიტიური თვითაღქმა, ქოუჩინგის ტექნიკები და მათი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა და სტრესის მართვა პროფესიულ ურთიერთობაში.

„მივესალმებით კოალიციის ახალ პროექტს, რომელშიც ამ ეტაპზე ფონდის სტიპენდიანტები ჩაერთვნენ. გვჯერა მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს მომავალი მასწავლებლების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და სტუდენტებსაც აქედანვე მიეცემათ საშუალება მეტი გამოცდილება და ცოდნა შეიძინონ, მეტად მომზადებულები შევიდნენ სკოლაში. მინდა გადავუხადო კოალიციას და ფონდს „განათლება დემოკრატიისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობა მისცა სწორედ ჩვენს სტიპენდიანტებს.  ვიმედოვნებ, ეს პროექტიც და  ზოგადად, ფონდის სტიპენდიანტობა, მეტ ახალგაზრდას  გაუჩენს სურვილს დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას და გახდნენ წარმატებული სტუდენტები“, - განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა. 

„მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი მზადების შემდგომ, გვაქვს შესაძლებლობა მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს შევთავაზოთ ძალიან საინტერესო ტრენინგი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან თემატიკას ეხება და, სამწუხაროდ, ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ქოუჩინგის ტექნიკების, იმიჯის მართვის, თვითპრეზენტაციის საკითხების შესწავლა დაეხმარებათ მასწავლებლების საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენაში. გარდა ამისა, მდგრადობის კუთხით, გადამზადებული მასწავლებლები იმუშავებენ თავიანთ სკოლებში კოლეგა პედაგოგებთან. ასევე, აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებთან ერთად ტრენინგი მონაწილეობენ პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტები, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტები.

იმედი გვაქვს, რომ კვლავ მოგვეცემა ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა როგორიცაა ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

40 საათიანი ტრენინგ პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და შეძლებენ საკუთარი გამოცდილება კოლეგებს და დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ. პროექტის დასკვნითი ღონისძიება აგვისტოში გაიმართება. 

პროექტის მიზანია მასწავლებლის პროფესიული და პიროვნული განვითარების პროგრამების მხარდაჭერა და პოლონური გამოცდილების გაზიარება. პროექტი დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, პროგრამის ცვლილება რეგიონში (RITA) ფარგლებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება