სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იარეთ სიმართლის გზით“ - სალხინოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს დირექცია სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2021
-
+


ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც...

მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს საჯარო სკოლამაც გააცილა თავისი მეთორმეტეკლასელები ცხოვრების დიდ ასპარეზზე და წარმატებები უსურვა მათ:

„სალხინოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებო! სკოლის პედკოლექტივის, დირექციისა და ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ ნათელ და ბედნიერ მომავალს, ეზიარეთ ცოდნას, იყავით განათლებულები და იარეთ სიმართლის გზით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

თქვენთან ერთად, ყველა მეთორმეტე კლასელს ვულოცავთ ამ დღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება