სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლმ ესეების კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
20-05-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ესეების კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

„თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ესეების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ჩინეთი“. მონაწილეებს უნდა შეედარებინათ საქართველოსა და ჩინეთის კულტურები თავად შერჩეული თემის მიხედვით. ჩინეთის კულტურის შესახებ ინფორმაციას შესაძლებელი იყო, გაცნობოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ წინასწარ მომზადებული ცნობარისა და სტატიების საშუალებით.

კონკურსის გამარჯვებული გახდა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე, გიორგი მესხი. II ადგილი დაიკავეს ფოთის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო გორგაძემ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარ აქუბარდიამ. III ადგილზე გავიდნენ, თავისუფალი სკოლის მოსწავლე - დემეტრე ოქრიაშვილი, თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლე - ლიზი მაისურაძე, წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე - გელა მეშველიანი.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა პრიზებითა და ორენოვანი სერტიფიკატებით. ვულოცავთ გამარჯვებულებს, მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიურობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება