| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„გამარჯვებას არ ველოდი. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. იგი მოსწავლეებს ჩვენი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს და მოტივაციას გვმატებს. ყველას მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.“
ხონის „ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს საჩუქარი ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ გადასცა, მეორე ადგილზე მოსწავლეს - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა კუბლაშვილმა, მესამე ადგილზე გასულს კი - მერიის წამომადგენელმა ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძემ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე:
„ეტალონი“ ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია, რომელიც მომავალი თაობის სწორად აღზრას ემსახურება. ვისურვებდი, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი მალე დაბრუნდეს ტელესივრცეში. პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ, განსაკუთრებით კი დღევანდელ გამარჯვებულს.“
მერიის წამომადგენელი ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძე:
„ეტალონი“ თავისი მნიშვნელობით საქართველოში ერთ-ერთი პირველთაგანია. ეს კი ბატონი გოჩას დამსახურებაა. აუცილებელია, რომ პროექტი ტელევიზიით გადაიცემოდეს. ჩვენ ყველანი ინტელქტ-შეჯიბრის დიდი გულშემატკივრები ვართ.“
ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია:
„ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია, რომელიც ზრუნავს ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებაზე. ამისთვის დიდი მადლობა ინტელექტ-ჩემპიონატს. „ეტალონის“ ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.“
ხონის N2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მარიამ მამაიაშვილი:
„მათე ძალიან აქტიური მოსწავლეა, ზრდილობიანი, წესიერი ბიჭია. „ეტალონი“ ჩვენთვის ყველაფერია. უკვე მეორედ გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული. ვულოცავ მათეს და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ.“
„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მათე კოპალიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება
სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას