სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოქმედებს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები დნმ-ზე ან უშვილობაზე და რა შემთხვევაში არ უნდა აიცრათ? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
22-08-2021
-
+


კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის დაძლევის ერთადერთ გზას მეცნიერები ვაქცინაციაში ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, საზოგადოებაში არაერთი კითხვა, ეჭვი და შიშია.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ unicef-ის მიერ გავრცელებულ პასუხებს, ისეთ კითხვებზე, რომლებზე პასუხებიც ყველას გვაინტერესებს. 

საჭიროა თუ არა აცრა იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 უკვე გადატანილი მაქვს?


დიახ, იმუნიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ.  მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-სგან განკურნებულ ადამიანებს შეიძლება ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი განუვითარდეთ, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გრძელდება ის ან რამდენად ხართ დაცული. ვაქცინაცია უფრო საიმედო დაცვას გვთავაზობს.

რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ COVID-19-ის აცრა?

თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თქვენ COVID-19-ის აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს. დღეისათვის დადგენილია, რომ უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, COVID-19-ის აცრა არ უნდა გაიკეთონ ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონე პირებმა:

მათ, ვისაც ალერგიული რეაქცია აქვთ COVID-19-ის ვაქცინაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მათ, ვინც ამჟამად ავადაა ან COVID-19-ის სიმპტომები აქვთ (თუმცა, შეგიძლიათ გაიკეთოთ აცრა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდებით და თქვენი ექიმი აცრის ნებართვას მოგცემთ).

მოქმედებს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები დნმ-ზე?

არა, COVID-19-ის არც ერთი ვაქცინა არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენს დნმ-ზე. მესენჯერი RNA ან mRNA ვაქცინები ასწავლის უჯრედებს თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც  სხეულში იმუნურ რეაქციას იწვევს. ამ რეაქციის დროს წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც  ვირუსისგან გიცავთ. mRNA განსხვავდება დნმ-ისგან და უჯრედის შიგნით  მხოლოდ დაშლამდე რჩება, დაახლოებით 72 საათის განმავლობაში. ამასთან, ის არასდროს შედის უჯრედის ბირთვში, სადაც  დნმ-ი ინახება.

ახდენს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ზემოქმედებას ფერტილურობაზე?

არა, არ ახდენს. სოციალურ ქსელში თქვენ შეიძლება წაკითხული გქონდეთ ასეთი მცდარი შეხედულებების შესახებ, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე ვაქცინამ, მათ შორის COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალებისა და მამაკაცების ფერტილურობაზე. თუ თქვენ ამჟამად დაორსულებას ცდილობთ, არ არის იმის საჭიროება, რომ ორსულობას მოერიდოთ COVID-19 აცრის შემდეგ.

შეიცავს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები ცხოველურ პროდუქტებს?

არა, COVID-19-ის არცერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული, ცხოველურ პროდუქტებს არ შეიცავს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება