სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი გამოცდა უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო და სამხედრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად?
03-05-2021
-
+


აბიტურიენტებს, რომლებსაც უმაღლესში სწავლის გაგრძელება სახელოვნებო, შემოქმედებით, სასპორტო და სამხედრო მიმართულებით სურთ, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად უნივერსიტეტის შიდა გამოცდების ჩაბარებაც უწევთ.

etaloni.ge გთავაზობთ, დეტალურ ინსტრუქციას თუ რა უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ სასურველ პროგრამაზე სწავლა შეუფერხებლად დაიწყოთ.

სახელოვნებო-შემოქმედები/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ერთიან ეროვნულ გამოცდების ჩაბარება.

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი აბარებს: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის გამოცდას. თუმცა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს დააწესოს დამატებითი გამოცდა ისტორიაში ან/და მათემატიკაში.

მათემატიკაში/ისტორიაში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი ვალდებულია, პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის ჩააბაროს აღნიშნული გამოცდაც.

ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ითხოვს თუ არა დამატებით გამოცდას.

სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა ეროვნულ გამოცდებამდე უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლისთვისაც რეგისტრირდებიან უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ სამ სავალდებულო გამოცდას - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია ან მათემატიკა, არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

აბიტურიენტებმა უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული შიდა კონკურსების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ იმ საგანამანთლებლო დაწესებულებებისგან უნდა მოითხოვონ, სადაც სწავლის გაგრძელება სურთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება