სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მივესალმები, რომ ახალი ცვლილებებით შესაძლებელია დადგინდეს მოსწავლის გაცდენის მიზეზები“ - ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი, ნონა გაზდელიანი
21-04-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორის, ნონა გაზდელიანის მოსაზრებებს გთავაზობთ:

-   თქვენი აზრით,  რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

-   სკოლა არის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს მოსწავლეებზე ზრუნვის მიმართულებით. მიუხედავად ამისა,ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება, თუკი  სოციალური მუშაკი სხვადასხვა დონეზე დაინახავს და შეაფასებს  ბავშვის საჭიროებას. მისი როლი სწორად ამას მოიაზრებს. 

-    რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით,რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

-     როცა მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში, ეს  შეიძლება  გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით, რომელთა აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი სკოლებში არ არსებობს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ახალი დოკუმენტი საშუალებას იძლევა დადგინდეს გაცდენის მიზეზი და  დროულად გატარდეს ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

-    თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

-    მოსწავლის მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა. 

ონლაინ სწავლებამ, რა თქმა უნდა, გაზარდა აკადემიური ჩამორჩენა. ჩვეულებრივ, საკლასო/საგაკვეთილო პროცესი  მოიცავს ჯგუფურ მუშაობასა და  პროექტებში მონაწილეობას. მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა აქტივობის უკეთ გაგებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას, დისტანციური მუშაობის დროს კი ეს აქტივობები გვერდზე რჩება. გარდა ამისა, ონლაინ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა, უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება